ჩვენი ინსტრუქტორები
გაიცანით ჩვენი გამოცდილი და მოტივირებული იოგას ინსტრუქტორები

ეთო გელიშვილი
სურია იოგას დამფუძნებელი და მთავარი ინსტრუქტორი. 5 წელზე მეტი გამოცდილებით აშთანგა ვინიასა იოგაში, ეთო გვთავაზობს უნიკალურ მიდგომას, ის სტუდიის გული და ცეცხლია. მისი გაკვეთილები რეზონანსის გამოცდილებაა. მიყევით და ნახეთ განსხვავება მოძრაობასა და მაგიას შორის.
კვალიფიკაცია:
- აშთანგა ვინიასა იოგას მასწავლებელი (500 საათი)
- იოგა თერაპევტი

რეზი დავითაშვილი
რეზის გაკვეთილები შინაგანი და გარეგანი, ურყევი სიძლიერის შექმნის სავარჯიშოა. მისი მიდგომა ემყარება დისციპლინისადმი ღრმა პატივისცემას და იმის უნიკალურ ცოდნას, თუ როგორ გარდაქმნას ქაოსური ძალისხმევა გაცნობიერებულ ძალად. რეზი თავის მოსწავლეებს ეხმარება არა მხოლოდ ძლიერი სხეულის, არამედ უფრო მედეგი და სუვერენული სულის შექმნაში.
კვალიფიკაცია:
- იოგას ინსტრუქტორი (200 საათი)
- სპეციალიზაცია დამწყებთათვის მოდიფიკაციებში
- განათლება სპორტულ მედიცინაში, სერტიფიცირებული ექიმი

თაკო სუდაძე
ერთგული ენერგიული და მიზანდასახული ინსტრუქტორი, ფოკუსირებული იოგას პრაქტიკის როგორ ფიზიკურ ასევე გონებრივ ასპექტებზე. თაკო აერთიანებს ტრადიციულ აშთანგას თანმიმდევრობას გონებრივი ტექნიკებით.
კვალიფიკაცია:
- აშთანგა იოგას მასწავლებელი (300 საათი)
- გამოცდილება თერაპიულ იოგაში